Saturday, January 21, 2017

ბლოგის შექმნის მიზანი


მოგესალმებით!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ბლოგზე. მე სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი გახლავართ. ბლოგი შევქმენი იმ მიზნით, რომ მასწავლებელი ან მოსწავლე, ან სულაც უბრალოდ ფიზიკით დაინტერესებული ადამიანი თუ მოხვდება ამ სივრცეში, გასვლა აღარ მოუნდეს...

დიდად მოხარული ვიქნები, თუ მოგეწონებათ მისი დათვალიერება და უფრო მეტად მოხარული ვიქნები, თუ მას გამოიყენებთ...
ამ ბლოგზე თქვენ ნახავთ როგორც ჩემ მიერ შექმნილ რესურსებს, აგრეთვე იმ საიტების ბმულებს, რომლებიც მე ძალიან მომწონს და ვფიქრობ, თქვენც ძალიან მოგეწონებათ და გამოგადგებათ. ესენია: 
ყველა ამ გვერდს თავისი მცირე მიმოხილვით იხილავთ გვერდების ჩამონათვალში ,,დამხმარე ვებ-გვერდები"


აქ თქვენ ნახავთ აგრეთვე ტესტებს, მეთოდურ გეგმებს, მოსწავლეთა ნამუშევრებსა და მათ მიღწევებს... მცირე ინფორმაციას ჩემ შესახებაც...

ძალიან დამეხმარებით, თუ არ დაინანებთ მცირე დროს და გამაცნობთ თქვენს შეხედულებებს ჩემი ბლოგის შესახებ გამოკითხვის კითხვარის შევსებით, რომელიც სრულიად ანონიმურია და რამდენიმე კითხვისგან შედგება. შეგიძლიათ დააწკაპოთ აქ და გადახვიდეთ კითხვარზე, ან შედით გვერდების ჩანართიდან ,,გამოკითხვა".
იმედი მაქვს მოგეწონებათ ბლოგი ფიზიკით დაინტერესებულო ადამიანებო და მისი ხშირი სტუმარი გახდებით!!!



 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

1

რესურსების პორტალი

Blogroll

ეროვნული სასწავლო გეგმა

ბლოგის არქივი