მოსწავლეთა მიღწევები

 ძალადობის კამპანიის ფარგლებში და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოსწავლეებისთვის  ბლოგების კონკურსი ,,პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშეგანახორციელა.  2015 წლის 18 დეკემბერს კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმა დააჯილდოვა.

  ჩემი ხელმძღვანელობით მე-10 კლასის მოსწავლეები: ლევან ზაზაძე, ანანო მოსეშვილი და ანი ანანიაშვილი, რომლებმაც ბლოგების კონკურსში მე-2 საპრიზო ადგილი მოიპოვეს, დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და 200 ლარიანი წიგნის სასაჩუქრე ბარათით. შეგიძლიათ დაათვალიერეოთ საპრიზო ადგილის მფლობელი ბლოგი...

    2017 წლის თებერვალში გამოცხადდა ესეების კონკურსი ვერცხლისწყლის თემაზე. პროექტის ფარგლებში ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა/სემინარი, სადაც ბატონმა ნუგზარ ბუაჩიძემ მოსწავლეებს გააცნო კონკურსის პირობები და მათთვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით გააკეთა პრეზენტაცია ვერცხლისწყლის მავნებლობაზე. 
    2017 წლის 31 მარტს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GRF) მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობით მოსწავლეებისთვის ვერცხლისწყლის თემაზე ესეების კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
   ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გამარჯვებულმა მონაწილეებმა თავიანთი ესეების პრეზენტაცია გამართეს.
   გაგზავნილი 74 ნაშრომიდან გამოვლინდა 13 გამარჯვებული ესეს ავტორი საქართველოს სხვადასხვა სკოლებიდან. გამარჯვებულ მოსწავლეთა შორის აღმოჩნდა სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ქეთევან კაჭკაჭაშვილი თემით ,,დატყვევებული თავისუფლება“, მის თემას ვხელმძღვანელობდი და ეს ფაქტი ჩემთვის და ჩემი მოსწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო!
 ,,ესეს სათაურზე ნამდვილად არ მიფიქრია ბევრი, რადგან თერმომეტრის გატეხვისას მიმოფანტული ვერცხლისწყალი ჩემში სწორედ ასეთ ასოციაციას იწვევს. ხელმძღვანელი მასწავლებლის დახმარებით კი ყველანაირად შევეცადე ესეს მხატვრული ღირებულება არ დამეკარგა.“-ეს გამარჯვებული ქეთევან კაჭკაჭაშვილის სიტყვებია.
 კონკურსის ყველა გამარჯვებულ მოსწავლეს და ხელმძღვანელ მასწავლებელს შესაბამისი სერტიფიკატი და სამახსოვრო პრიზები გადმოგვცეს.
  ღონისძიებას დაესწრნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი, ია პაპიაშვილი, პროექტის „მინამატას კონვენციის რატიფიცირებისა და მისი აღსრულების მიზნით საქართველოში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განმტკიცება“ ეროვნული დირექტორი, ირმა გურგულიანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი, ივანე წიკლაური 


პოსტერების კონკურსი- ,,ჩემი ენერგოეფექტური სკოლა“
    სსიპ ქ. ახლაციხის 5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა შემადგენლობით: ქეთევან კაჭკაჭაშვილი, ელენე ჩქვანავა, ლია ნათენაძე, თამუნა გიგოლაშვილი, თამთა პლაჭიაშვილი,      ჩემი  ხელმძღვანეობით მონაწილეობა მიიღო კავშირი "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო" და ავსტრიული კომპპანია „ალლპლანი“ პროექტი: ენერგოაუდიტორების ტრეინინგი და სერტიფიცირება და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია“- ფარგლებში გამოცხადებულ პოსტერების გამოფენა-კონკურსში  თემაზე „ჩემი ენერგოეფექტური სკოლა“.
   კონკურსის მიზანი იყო ენერგოეფექტური ღონისძიებებისა და ენერგიის დაზოგვის უნარჩვევების დანერგვის პოპულარიზაცია.
   2018 წლის 8 ივნისს, ევროპული მდგრადი ენერგეტიკის დღეს, ახალციხის ციხეზე გაიმართა  საზოგადოებრივ შენობებში ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის დასკვნითი ღონისძიება.
   ღონისძიებაზე კონკურსში მონაწილე სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებმა  წარმოადგინეს პოსტერები, რომელშიც ასახული იყო სკოლის მოსწავლეთა ხედვა, თუ რამდენად დაცულია მათ შენობებში ენერგოეფექტურობის პრინციპები; რა ღონისძიებებს გაატარებენ აღნიშნული პრინციპების არ არსებობის შემთხვევაში (როგორც პრაქტიკული ღონისძიებების, ასევე უნარ-ჩვევების შეცვლის თვალსაზირისით); რა რჩევებს მისცემენ თანატოლებს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
   კონკურსზე  წარდგენილი პოსტერები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა და გამარჯვება კონკურსში - „ჩემი ენერგოეფექტური სკოლასსიპ ქ. ახალციხის 5 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
    მოსწავლეებს, ხელმძღვანელ მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს, ქალბატონ ინგა ვარდიძეს სერტიფიკატები და მაისურები გადაეცათ. სკოლამ კი, როგორც გამარჯვებულმა, საჩუქრად მიიღო 500 ლარიანი ვაუჩერი ენერგოეფექტური ელექტრომოწყობილობების შესაძენად.




0 comments:

Post a Comment

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

1

რესურსების პორტალი

Blogroll

ეროვნული სასწავლო გეგმა

ბლოგის არქივი