ჩემი პროექტების ბლოგები

პროექტული სწავლების მნიშვნელობა

 პროექტი არის სწავლების განსაკუთრებული ფორმა, რომლის დროსაც მასწავლებლები და მოსწავლეები მიმართავენ ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, პრობლემას, მის დასამუშავებლად ადგენენ გეგმას, მონაწილეობენ ამ გეგმის შესრულებაში და წარმოადგენენ ერთ საერთო პროდუქტს.
  პროექტი როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალ ამოცანებს აყენებს, რომლებიც მას არსებითად განასხვავებს ტრადიციული გაკვეთილისაგან. პროექტით სწავლება გულისხმობს სასწავლო პროცესში სკოლისგარეშე დაწესებულების ჩართვას. პროექტით სწავლებასთან ერთად იზრდება ორივე მხარის - როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის - კომპეტენციის მოპოვების პოტენციალი და შესაძლებლობები. პროექტი მასწავლებელს მისცემს შესაძლებლობას, როგორც სასწავლო პარტნიორმა, სრულად წარმოაჩინოს თავისი აღმზრდელობითი და პროფესიული კომპეტენცია.
 პროექტის მეთოდის ძირითადი აღმზრდელობითი პლიუსი არის ჯგუფური მუშაობის სწავლა. ეს მეთოდი ასწავლის მოსწავლეებს მიზნების დამოუკიდებლად შერჩევას და გადაწყვეტილების მიღებას. პრაქტიკულ მოქმედებებზე ორიენტირებული პროექტები ასწავლის სიზუსტეს, მოთმინებას, აყალიბებს სირთულეების დაძლევის ჟინს, ასწავლის მოკავშირეების მოძიებას მოსწავლეების მიერ წამოწყებული ღონისძიების მხარდასაჭერად.
  სწორედ ამიტომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩემს მოსწავლეებთან პროექტებით სწავლებას, რის გამოც საჭიროდ ჩავთვალე ამ გვერდზე განვათავსო იმ პროექტების ბმულები, რომლებმაც მოსწავლეებში სწავლის მოტივაცია აამაღლა, მეტი ინტერესი გაუჩინა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი და 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას შეუწყო ხელი. სურვილი მაქვს  ჩემი მუშაობის სტილი და გამოცდილება გაგიზიაროთ. (შეგახსენებთ, რომ ამ ბლოგზე, დამხმარე ვებ გვერდების ჩანართში განთავსებულია  ინტელის სასწავლო კურსის ბმული, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ სასწავლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში)



   აქვე მინდა განვათავსო ბლოგი, რომელზეც ასახული მაქვს ფასილიტატორის საქმიანობა სკოლაში, აგრეთვე მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერეული წინსვლის სქემის ყველა ის ცვლილება რომელიც განხორციელდა 2015-2016 სასწავლო წლიდან დღემდე და სხვა საინტერესო და მასწავლებლისთვის საჭირო რესურსები! იმედი მაქვს გამოგადგებათ!

0 comments:

Post a Comment

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

1

რესურსების პორტალი

Blogroll

ეროვნული სასწავლო გეგმა

ბლოგის არქივი