დამხმარე ვებ-გვერდები

    ძვირფასო ბლოგის სტუმარო, ამ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა ვებ-საიტები, რომლებიც ძალიან დაგეხმარებათ სხვადასხვა თემის უკეთ გააზრებაში.მათი გამოყენება შესაძლებელია საკლასო ოთახში მოსწავლეებში მოტივაციის გასაზრდელად და სასწავლო პროცესის გასამრავალფეროვნებლად.

P.S. თითოეულ საიტზე გადასასვლელად დააწკაპეთ საიტის ფოტოზე!
-----------------------------------------------------------------------------------------------
  თვალსაჩინოებების და ლაბორატორიული ცდების გამოყენება სასწავლო პროცესში მატერიალურ  რესურსებს  მოითხოვს, მათი დახმარებით შესაძლებელია მხოლოდ ძალიან შეზღუდული რაოდენობის და მცირე მასშტაბის მქონე მოვლენების რეალიზაცია.
  სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება სიმულაციის ტიპის საგანმანათლებლო კომპიუ-ტერული პროგრამები. სიმულაციის ტიპის პროგრამული უზრუნველყოფა რეალური მოვლენების იმიტაციას ახდენს. იგი საშუალებას აძლევს მომხმარებელს, შეისწავლოს მოვლენა მასზე რეალურ ვითარებაში დაკვირვების გარეშე. უფრო მეტიც, დაკვირვების პროცესი შესაძლებელია იმდენჯერ განმეორდეს, რამდენჯერაც აუცილებელი იქნება.



----------------------------------------------------------------------------------------------- მასწავლებლის წიგნი საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისათვის


 ოცდამეერთე საუკუნეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა საბუნების- მეტყველო საგნების სწავლება. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების აქ- ტუალობის აღსანიშნავად სპეციალისტები ხშირად ამბობენ, რომ საბუნების- მეტყველო საგნების სწავლება გულისხმობს მოსწავლის აღჭურვას იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, ალღო აუღოს კაცობრიობის სწრაფ პროგრესს, გამოიყენოს თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიღწევები, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.
  წინამდებარე სახელმძღვანელოში ავტორების მიერ პრაქტიკულად არის ახსნილი ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის უმნიშვნელოვანესი საკითხების სწავლების მეთოდიკა. როგორც პირდაპირი (დედუქციური), ისე არაპირდაპირი (ინდუქციური) სწავლების თვალსაზრისით, ეს მასალები დაეხმარება მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და დაგეგმილი გაკვეთილის ეფექტურად ჩატარების პროცესში. 



-----------------------------------------------------------------------------------------------

ჟურნალი მასწავლებელი
  ჟურნალი ”მასწავლებელი” მასწავლებლის პროფესიული ზრდის ხელშეწყობის, ინფორმირების, გამოცდილების გაზიარების და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება.
   ჟურნალი ზრუნავს, რომ საზოგადოებას უკეთესი სკოლა და მასწავლებელი ჰყავდეს. იგი თანამშრომლობს პრაქტიკოს მასწავლებლებთან და ხელს უწყობს ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებას.
 განათლების ექსპერტები ჟურნალისათვის ამზადებენ საგანმანათლებლო რესურსებს, ასევე ითარგმნება უცხოური მასალები, ინტერვიუები უცხოელ ექსპერტებთან, განათლების სფეროში წარმატებული სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და ახალი ინოვაციების გაზიარების თვალსაზრისით.


-----------------------------------------------------------------------------------------------
დააწკაპეთ ფოტოზე და გადადით ჟურნალი ,,მასწავლებელი"-ს ფიზიკის განყოფილებაში, სადაც თქვენ ნახავთ ავთანდილ შურღაიას სტატიებს როგორც თეორიულ ფიზიკაში, ასევე ამოცანების ამოხსნის მეთოდიკას ,,ფიზიკა ამოცანებში" ფიზიკის სხვადასხვა მიმართულებიდან. 


-----------------------------------------------------------------------------------------------

skoool საქართველო დაგეხმარებათ შეაბიჯოთ ფიზიკის შთამბეჭდავ სამყაროში



-----------------------------------------------------------------------------------------------

საიტი ყველასათვის!

უფრო მათთვის, ვისაც ფიზიკა აინტერესებს!
მათთვისაც, ვისაც ფიზიკა არ აინტერესებს, მაგრამ იძულებულია ისწავლოს!
ვინც სწავლობს ან ასწავლის!
სკოლისთვის და უმაღლესისთვის


-----------------------------------------------------------------------------------------------

ეს ხანის აკადემიაა. ამ საიტზე თქვენ ყველაფრის სწავლა შეგიძლიათ: უფასოდ, ყველასთვის, ყოველთვის.თუმცა ეს ვებ-გვერდი ჯერ კიდევ თარგმნის პროცესშია! ესტუმრეთ და გაიადვილეთ ფიზიკის სწავლა!


-----------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------
LearningApps.org - არის Web 2.0 მცირე, ინტერაქტიული მოდულებით სწავლისა და სწავლების მხარდასაჭერი პლატფორმა. მოდულები პასუხობენ სწავლების შინაარსს. შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში მათი დამოუკიდებლად შექმნა და რედაქტირება. იქმნება ყველასათვის ხელმისაწვდომი მრავალჯერადი გამოყენების სასწავლო დანართები. შექმნილი დანართები აკმაყოფილებენ სწავლების კონკრეტულ საჭიროებებს და არ არიან შეზღუდული ინტერაქტიული თვალსაზრისით. შექმნილი დანართები ცალკე დასრულებულ კურსს არ წარმოადგენენ, ისინი შესაბამისი სცენარით ჩართული არიან სწავლების პროცესში. კატეგორიის არჩევიდან შეგიძიათ აირჩიოთ სასურველი სასწავლო საგანი და გამოიყენოთ რესურსები სასწავლო პროცესში!

-----------------------------------------------------------------------------------------------

0 comments:

Post a Comment

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

1

რესურსების პორტალი

Blogroll

ეროვნული სასწავლო გეგმა

ბლოგის არქივი