ექსპერიმენტები

საინტერესო ექსპერიმენტები

პროგრამა „ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილი“ აერთიანებს „პარტნიორები პოლონეთის ფონდის“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციების ძალისხმევებს, მიმართულს ყველასათვის ღია და ხელმისაწვდომი განათლების მხარდაჭერაზე, რომელიც რეალურად შეუწყობდა ხელს საზოგადოების განვითარებას.
პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ახალგაზრდა თაობის უკეთესი მომავალი განათლების მოდერნიზებისა და მისი მიღების შესაძლებლობების გათანაბრების გზით;  გაააერთიანოს მსოფლიო მასშტაბით ადამიანები, რომლებსაც სურთ განათლების სფეროს სრულყოფა და განვითარება. დანერგოს თანამედროვე ინოვაციურ საგანმანათლებლო მეთოდოლოგიები, რომლებიც სავსებით ხელმისაწვდომია ყველა სკოლისა და მასწავლებლისთვის, მათი ფინანსური მდგომარეობისა თუ გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად.
  • მეთოდოლოგია  იძლევა საშუალებას მარტივი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებით ჩატარდეს საინტერესო, ექსპერიმენტებით გაჯერებული გაკვეთილები საბუნებისმეტყველო დისციპლინებში. ამ მიზანს ემსახურება პროექტი „განათლება – ადგილობრივი განვითარების ინსტრუმენტი“, რომელიც ხორციელდება საქართველოში და მასწავლებელთა კონკურსი „ფეთქებადი გაკვეთილი“, რომელიც ხორციელდება პოლონეთში. ამ პროექტებში თანამშრომლობენ სამეცნიერო ცენტრი „კოპერნიკი“ და „პარტნიორები – საქართველო“;
  • ინერგება განათლებისადმი, კერძოდ კი საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისადმი მიდგომის გენდერული თანასწორობა; ამ მიზანს ემსახურებოდა 2008 წელს განხორციელებული „გენდერული ცნობიერების გაზიარების პროგრამა“, რომელიც განხორციელდა ვარშავის უნივერსიტეტის, გამოყენებით საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტის, ახალგაზრდული კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით;
  • მუშავდება მექანიზმები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ევროგაერთიანების და განვითარებადი ქვეყნების მასწავლებლებს შორის გამოცდილების გაზიარებას (პროექტი „განვითარების ელჩთა კლუბი“)
ამ საიტის ამოცანაა დაეხმაროს მასწავლებლებს საინტერესო და სახალისო გაკვეთილების მომზადებაში: თქვენთვის აქ განთავსებულია გაკვეთილების სცენარი, ვიდეო რგოლები, სხვა საინფორმაციო მასალა. ისარგებლეთ საიტზე განთავსებული რესურსებით. 
საიტი შემუშავდა პროექტის „განათლება – ადგილობრივი განვითარების ინსტრუმენტი. შიდა ქართლის რეგიონის განათლების დეცენტრალიზაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში.

დააწკაპეთ ფოტოზე საიტზე გადასასვლელად!



                 

0 comments:

Post a Comment

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

1

რესურსების პორტალი

Blogroll

ეროვნული სასწავლო გეგმა

ბლოგის არქივი